ბოტროსეკო მზადდება კაბერნე სოვინიონისა და კაბერნე ფრანკის ნაზავისგან, დამაინტრიგებელი, მძლავრი ღვინო არაჩვეულებრივი ბალანსით, რომელიც გამოხატავს მარემას რეგიონის უნიკალურ მახასიათებლებს.
კასტილიონის მამული ჯერ კიდევ 1300 წლიდან ითვლება ფრესკობალდის ოჯახის მეღვინეობის ტრადიციის განმსაზღვრელ სიმბოლოდ. აქ დაიწყო ტოსკანური ღვინოების წარმოება, რომლებსაც მიირთმევდა როგორც პაპის, ისე ჰენრი VIII-ის სამეფო კარი მე-16 საუკუნეში.
მაცოცხლებელი, სრულყოფილი, მომრგვალებული და კარგად დაბალანსებული გემო რბილი ტანინებით, მუქი ალუბლისა და წითელი ხილის ნოტებით, მუხის ნიუანსებითა და მსუბუქი სანელებლების ელფერით.
სულ ვულკანო (Sul Vulcano), ღია ლალისფერი, გთავაზობთ ელეგანტურ თაიგულს წითელი ხილის (ჟოლო და ალუბალი) ნოტებით, ახალი ბალზამიანი პიტნისა და თეთრი წიწაკის დელიკატური პიკანტური ნიუანსებით. გემო სუფთაა, კარგი სტრუქტურით, სავსეა აბრეშუმისებრი ტანინებით და ხასიათდება დაბალანსებული და მდგრადი დასრულებით.
ანგელი (Angheli), ინტენსიური ლალისფერი წითელი შეფერილობით, გვთავაზობს წითელი ხილის სურნელოვან თაიგულს (ქლიავი და შავი ალუბალი), რომელიც შერწყმულია ელეგანტურ პიკანტურ (დარიჩინი და მუსკატის კაკალი) და თამბაქოს ოდნავ შესამჩნევ ელფერთან. გემო - ეფინება რბილი ტანინებით და შესანიშნავი გამძლეობით გამოირჩვა. წითელი, საერთაშორისო არომატის ღვინო გამოირჩევა არაჩვეულებრივი ბალანსით სტრუქტურასა და სასიამოვნო გემოს შორის.