მზადდება თეთრი-ვინიფიცირებული შარდონესგან. ბრწყინვალე ჩალისფერ- მოყვითალო ფერის, მომწვანო ანარეკლებით; ინტენსიური, ხილის ბუკეტი (სანამ ახალგაზრდაა, გვაგონებს ბანანსა და მწიფე ვაშლს), მსუბუქად არომატული; შესანიშნავი გამძლეობა. ლამაზად აძლიერებს ჯიშის ბუნებრივ არომატებს.
კომპლექსური და მოქნილი, ეს ღვინო წარმოადგენს 97% კაბერნე სოვინიონსა და 3% კაბერნე ფრანკს. შავი მოცხრის, შავი ალუბლისა და შავი წიწაკის სურნელს ავსებს კედარი, ესპრესოს მარცვალი და ტყავი. გემო გამოხატავს სრულ გაჯერებულობასა და ტანინებს, რომლებიც დაბალანსებული და შეუმჩნევლად ჩაქსოვილია ხილის ექსპრესიაში. ხანგრძლივი გემო ტოვებს მთის ხილისა და ალუბლის პიკანტურ არომატს. 750 მლ
დამზადებულია იგივე სიყვარულითა და დეტალებისადმი ყურადღებით, როგორც ორნელაია. ლე სერე ნუოვე დელ ორნელაია (Le Serre Nuove dell’Ornellaia) არის ნამდვილი "მეორე ღვინო". მერლოს, კაბერნე სოვიონიონის, კაბერნე ფრანკისა და პეტი ვერდოს ნაზავი, აერთიანებს რა მისაწვდომობასა და გემოს სიღრმეს დაძველების აპრობირებულ პოტენციალთან.
ეს არის ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული უწყვეტი და მუდმივი ექსპერიმენტების შვილი Brut Rosé, რომლის წყალობითაც ახლა შეგვიძლია დატკბეთ დახვეწილი ხილის სურნელით.
Barolo Bussia DOCG მოდის ბრწყინვალე ამფითეატრის ფორმის ვენახიდან ბუსია მონფორტე დ'ალბას რეგიონში. ეს ისტორიული, მხოლოდ ერთი ვენახის ღვინო პირველად 1961 წელს იქნა დამზადებული პრუნოტოში. ნებიოლოს ყურძნის ბალანსი და კომპლექსურობა განმტკიცებულია ვენახის მრავალფეროვანი ექსპოზიციით სამხრეთიდან სამხრეთ-დასავლეთით და, ასევე, ტრადიციული დაძველებით დიდ კასრებში.