Donnafugata was established in Sicily by a family that, thanks to its passion, has been able to innovate the style and perception of Sicilian wine throughout the world.
Giacomo Rallo, the fourth generation of a family with over 160 years of experience in quality wine, founded Donnafugata in 1983 together with his wife Gabriella, a pioneer of viticulture in Sicily. Today, their children José and Antonio lead the company and a team of people focused on excellence.
ლიგეა (Lighea) კაშკაშა ჩალისფერ-მოყვითალოა მომწვანო ელფერით. გვთავაზობს მდიდარ და სურნელოვან თაიგულს, სადაც ფორთოხლის ყვავილის კლასიკური ნოტები შერწყმულია ციტრუსის (კედარი და ბერგამოტი) და ეგზოტიკური ხილის (ლიჩი) ნიუანსებთან. გემო - კვლავ ჩნდება ხილისა და ყვავილოვანი ნოტები, რომლებსაც თან ახლავს შესამჩნევი გამომაცოცხლებელი ძალა, გამოირჩევა გამძლეობითა და სასიამოვნო მინერალური დასრულებით.
ვინია დი გაბრი (Vigna di Gabri) კაშკაშა ჩალისფერ-მოყვითალოა მომწვანო ანარეკლებით. ბუკეტი ინტენსიური და კომპლექსურია, ციტრუსოვანი და ტროპიკული არომატებიდან დაწყებული ყვავილოვანი ნოტებით და არომატული ბალახეულის სასიამოვნო ნიუანსებით დამთავრებული. გემო - ცოცხალი, ეფინება სასიამოვნო პიკანტურობით, რაც ახანგრძლივებს მის მდგრადობას. დახვეწილი და ელეგანტური თეთრი ღვინო, დამაინტრიგებელი პერსონალურობით და გასაოცარი ხანგრძლივობით.
Bell'Assai, ლალისფერი იისფერი ანარეკლებით, ასხივებს ფრეზიასა და ლავანდის ინტენსიურ ყვავილოვან ნოტებს, რასაც მოჰყვება მარწყვისა და ალუბლის ხილის არომატები. გემოთი ახალი და სურნელოვანია რბილი ტანინითა და ხილის ნოტების სასიამოვნო შეგრძნებით.
Pale pink in colour, Sul Vulcano rosé 2024 has delicate floral hints of jasmine accompanied by notes of pink grapefruit and little forest fruits. It stands out for its freshness and minerality. Pair with raw shellfish, vegetarian dishes, fresh cheeses, Asian dishes that are not too spicy, and white meats. Serve in medium-sized wineglasses, without flaring, of good height. Uncork at the time of serving, serve at 10-12°C.
ანგელი (Angheli), ინტენსიური ლალისფერი წითელი შეფერილობით, გვთავაზობს წითელი ხილის სურნელოვან თაიგულს (ქლიავი და შავი ალუბალი), რომელიც შერწყმულია ელეგანტურ პიკანტურ (დარიჩინი და მუსკატის კაკალი) და თამბაქოს ოდნავ შესამჩნევ ელფერთან. გემო - ეფინება რბილი ტანინებით და შესანიშნავი გამძლეობით გამოირჩვა. წითელი, საერთაშორისო არომატის ღვინო გამოირჩევა არაჩვეულებრივი ბალანსით სტრუქტურასა და სასიამოვნო გემოს შორის.
სულ ვულკანო (Sul Vulcano), ღია ლალისფერი, გთავაზობთ ელეგანტურ თაიგულს წითელი ხილის (ჟოლო და ალუბალი) ნოტებით, ახალი ბალზამიანი პიტნისა და თეთრი წიწაკის დელიკატური პიკანტური ნიუანსებით. გემო სუფთაა, კარგი სტრუქტურით, სავსეა აბრეშუმისებრი ტანინებით და ხასიათდება დაბალანსებული და მდგრადი დასრულებით.