Albizzia არის შარდონეს ყურძნისგან დამზადებული ცოცხალი და დახვეწილი ღვინო, შესანიშნავია როგორც აპერიტივი, ასევე იდეალურია ყოველდღიური მოხმარებისთვის. Albizzia-ს აქვს ნაზი ჩალისფერი ყვითელი შეფერილობა. გამოკვეთილია ახალი ხილის ნოტები, რომლებიც მოგვაგონებს ციტრუსს და მწვანე ვაშლს, ეგზოტიკური ხილის ინტენსიურ გემოს; დაბოლოებისას შეიგრძნობა ყვავილოვანი ნოტები.
Ruby red with lively, dark purplish highlights. Emphatic and forward on the nose, with rich impressions of fruit, particularly dark cherry, followed closely by dried plum and concluding with crisp, sweet almond notes. The attack is clean and fresh, and the palate shows supple tannins and a lengthy progression.
დანცანტე (Danzante) გამოსახავს როგორც ხელოვნებიდან ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ ნიმუშს, ისე იტალიური მეღვინეობის ემოციურობას. ეს ექსტრა-მშრალი ცქრიალა ყურძნის ღვინო ნათლად ავლენს ბალეტის შთამაგონებელ ჰარმონიასა და სიმსუბუქეს და იმ ნიადაგის მაცოცხლებელ ძალასა და ხასიათს, რომელზეც ის მოდის. ღვინო გამოირჩევა დახვეწილი და მდგრადი პერლაჟითა და შუშხუნით. აქვს ინტენსიური ხილის ბუკეტი და სასიამოვნო ენერგიული და დბალანსებული გემო.
ალიე (Alie) დელიკატური, დახვეწილი და ელეგანტური, ნაზი ვარდისფერი, ატმის ენერგიული ნოტებითა და ვარდის დახვეწილი სურნელით. მდიდარი და დაბალანსებული გემო, გრეიფრუტის ციტრუსოვანი ნოტებითა და პიკანტური ელფერით, რომელსაც ელეგანტურად გადაჰყავხართ გემოს შეგრძნებების ნაკადში.
ტერიტორია, რომელზეც ამირალიას მამულები მდებარეობს, ხასიათდება მასიური ყვითელი ქანებით. ულამაზესი ჩალისფერ-მოყვითალო შეფერილობი ვერმენტინოს ღვინო - მასოვივო - შთაბეჭდილებას ახდენს თავისი ყვავილოვანი ნოტებით, დაშაქრული ხილის ნიუანსებითა და, ასევე, რეგიონისთვის დამახასიათებელი დამაინტრიგებელი მინერალურობით.