Attems Pinot Grigio Ramato აგრძელებს ვენეციის რესპუბლიკის ტრადიციას, რადგან "Ramato" იყო ტერმინი, რომელიც Pinot Grigio-ს აღნიშნავდა. ამ ტერმინის გამოყენება ვინიფიკაციის სპეციალურმა პრაქტიკამ განაპირობა: ტკბილი კანთან დაახლოებით 10 საათის განმავლობაში რჩება შეხებაში და სწორედ ასეთი პრაქტიკა აძლევს ღვინოს მშვენიერი ვარდის შეფერილობას. ჩვენი Ramato ხასიათდება ხილის, მათ შორის თეთრი ატმისა და ნესვის მკვეთრი, მდიდარი, კომპლექსური ბუკეტით, რომელსაც მოჰყვება მაყვალი და მწარე ალუბალი მინდვრის ყვავილების დამაინტრიგებელი ელფერით. გემოს ასრულებს წითელი ხილის სასიამოვნო მჟავიანობა და ხანგრძლივი მინერალური ნოტები.
ამ მხარეში მოყვანილი სანჯიოვეზეს ჯიშისთვის დამახასიათებელი თვისებების მქონე, კამპო აი როსო დი მონტალჩინო (Campo ai Sassi Rosso di Montalcino) მზადდება ღრმა ნიადაგებზე მოყვანილი ყურძნისგან. ეს არის ელეგანტური, არომატული ღვინო მსუბუქი, დელიკატური ტანინიანი ტექსტურით.
კასტილიონის მამული ჯერ კიდევ 1300 წლიდან ითვლება ფრესკობალდის ოჯახის მეღვინეობის ტრადიციის განმსაზღვრელ სიმბოლოდ. აქ დაიწყო ტოსკანური ღვინოების წარმოება, რომლებსაც მიირთმევდა როგორც პაპის, ისე ჰენრი VIII-ის სამეფო კარი მე-16 საუკუნეში.
ეს ღვინო შერჩეული იქნა ფრესკობალდის ოჯახის მიერ თავისი ახალი პროდუქციისთვის კერძო კოლექციის შენარჩუნების ტრადიციის გასაგრძელებლად, რომელიც სათავეს იღებს კასტელო ნიპოცანოს მამულის უძველესი, ღრმად ფესვგადგმული ვაზებიდან. ეს სუპერკომპლექსური, დაბალანსებული ღვინო 24 თვის განმავლობაში ძველდება მუხის კასრებში ხანგრძლივი ტოსკანური ტრადიციის შესაბამისად.
The color is a dark purple. The nose hints of red fruits like blueberries and a leather finish. The palate shows exceptional mouthfeel, with dense yet polished tannins. It is a wine of rare persistence and balance with tastge of black cherries with fresh tannins loads that make a wine fresh and vibrant. Perfect with main course like pasta and red meat.