ძებნა
KA
Menu Close

ANTINORI


ანტინორის ოჯახი

ანტინორის ოჯახი მეღვინეობის ხელოვნებისადმი ერთგულია ექვს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. იმ დროიდან, როდესაც 1385 წელს Giovanni di Piero Antinori გახდა "Arte Fiorentina dei Vinattieri", ფლორენციელი მეღვინეების გილდიის წევრი.

ოჯახის ისტორიული მემკვიდრეობა მათი მამულებია ტოსკანასა და უმბრიაში, თუმცა წლების განმავლობაში ინვესტიციები განახორციელეს ბევრ სხვა ტერიტორიებზეც, როგორც იტალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სახელი კი მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებით გაითქვეს, რაც იძლევა შესაძლებლობებს დავაფასოთ და განვავითაროთ მეღვინეობის დიდი პოტენციალის მქონე უნიკალური ახალი ტერუარები.

GO TO WEB SITE 

ხედი ბადე სია
დალაგება
რაოდენობა გვერდზე

Barolo Bussia - Prunotto

Barolo Bussia DOCG მოდის ბრწყინვალე ამფითეატრის ფორმის ვენახიდან ბუსია მონფორტე დ'ალბას რეგიონში. ეს ისტორიული, მხოლოდ ერთი ვენახის ღვინო პირველად 1961 წელს იქნა დამზადებული პრუნოტოში. ნებიოლოს ყურძნის ბალანსი და კომპლექსურობა განმტკიცებულია ვენახის მრავალფეროვანი ექსპოზიციით სამხრეთიდან სამხრეთ-დასავლეთით და, ასევე, ტრადიციული დაძველებით დიდ კასრებში.
91
JS
4.1
R
295,00 ₾

Villa Antinori Rosso 3 Litre DMG

ვილა ანტინორი, ანტინორის ოჯახის საფირმო ღვინო, პირველად 1928 წელს დაამზადა მარკიზ ნიკოლო ანტინორიმ, პიერო ანტინორის მამამ; განსაკუთრებული ღვინო, რომელიც, როგორც არცერთი სხვა, საუკეთესოდ წარმოადგენს ოჯახის ისტორიას, იდენტობასა და მარადიულობას. "ვილა ანტინორი არის სისხლით ტოსკანური წითელი […], რომლის ყურძენი იზრდება, მწიფდება და იკრიფება ჩვენი ტოსკანური მამულებიდან, რის შემდეგაც ექვემდებარება ფერმენტირებასა და დაძველებას ანტინორის ოჯახის მამულებში". პიერო ანტინორი.
92
JS
3.9
R
350,00 ₾

Barbaresco Secondine - Prunotto

სეკუნდინა არის ბარბარესკოსა და ნებიოლოს ყურძნის ყველა ზონის ერთ-ერთი უძველესი რეგიონი, რომელიც მდებარეობს ქალაქის ძირში, პატარა ველში მდინარე ტანაროდან პაჟეს ამფითეატრამდე. ქვერეგიონი, რომელიც უკვე აღიარებულია ასეთად ლორენცო ფანტინის მიერ (1879), სეკონდინა, ასევე, რენატო რატიმ აღნიშნა ბარბარესკოს რუკაზე, რომელიც 1984 წელს გამოქვეყნდა. ამ ტერიტორიას ქმნის თიხნარიანი ნიადაგი და ამფითეატრი, რომელიც ვენახს იცავს. იდეალურია ბარბარესკოს წარმოებისთვის. პრუნოტოს სეკონდინა წარმოადგენს ნებიოლოს ყურძნის ღრმა ინტერპრეტაციას, რომელიც ხასიათდება განსაკუთრებული ელეგანტურობით და გამოირჩევა მის სტრუქტურაში მრგვალი და ხავერდოვანი ტანინებით.
94
JS
4.2
R
398,00 ₾

Tignanello

ტინიანელო პირველი სანჯიოვეზე იყო, რომელიც ბარიკებში დააძველეს - პირველი თანამედროვე წითელი ღვინო, არატრადიციულ ჯიშებთან (კონკრეტულად კაბერნესთან) შერეული და, ასევე, ერთ-ერთი პირველი წითელი ღვინო კიანტი კლასიკოს რეგიონში, სადაც თეთრ ყურძენს არ იყენებდნენ. ტინიანელო საკვანძო მოვლენას წარმოადგენს. მზადდება სანჯიოვეზეს, კაბერნე სოვიონიონისა და კაბერნე ფრანკისგან.
96
JS
4.5
R
497,00 ₾

Pian delle Vigne Vignaferrovia Brunello di Montalcino Riserva

Vignaferrovia იწარმოება მხოლოდ საუკეთესო მოსავლისგან, რომელსაც იღებენ 4 ჰექტრის (10 აკრის) ფართობის პატარა ნაკვეთზე, მე-19 საუკუნის რკინიგზის სადგურის მიმდებარედ გაშენებული ვენახიდან. ნიადაგი, ძირითადად, წარმოდგენილია კირქვიანი თიხით, პატარა ზომის ქვების ხშირი ჩანართებით. ღვინო ელეგანტური და მიმზიდველია, ხასიათდება მკვრივი ტანინიანი სტრუქტურით, რომელსაც კარგად ავსებს გამომაცოცხლებელი ძალა და სიტკბო. Vignaferrovia-ს პირველი მოსავალი, რომლისგანაც ღვინო დაამზადეს, 2004 წელს იქნა აღებული. ღვინო არ დაუწურავთ 2005, 2008 და 2011 წლებში.
96
JS
4.3
R
540,00 ₾

Guado Al Tasso Bolgheri D.O.C. Superiore

კაბერნე სოვინიონის, მერლოს, კაბერნე ფრანკის და, ზოგჯერ, მცირე რაოდენობით პეტი ვერდოს ნაზავი, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენს ბოლჰერის ტერუარის კომპლექსურობასა და ელეგანტურობას. ეს ღვინო იწარმოება 1990 წლიდან იმ ალუვიურ ნიადაგებზე მდებარე ვენახებში მოკრეფილი ყურძნისგან, რომელთა შემადგენლობა მერყეობს თიხნარ-ქვიშნარიდან თიხნარამდე კლდოვანი დეპოზიტებით, რომლებიც ცნობილია, როგორც "Scheletro".
96
JS
4.6
R
550,00 ₾
Filters Close
Min: 40,00 ₾ Max: 5 400,00 ₾
₾40 ₾5400