ანტინორის ოჯახი მეღვინეობის ხელოვნებისადმი ერთგულია ექვს საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში. იმ დროიდან, როდესაც 1385 წელს Giovanni di Piero Antinori გახდა "Arte Fiorentina dei Vinattieri", ფლორენციელი მეღვინეების გილდიის წევრი.
ოჯახის ისტორიული მემკვიდრეობა მათი მამულებია ტოსკანასა და უმბრიაში, თუმცა წლების განმავლობაში ინვესტიციები განახორციელეს ბევრ სხვა ტერიტორიებზეც, როგორც იტალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სახელი კი მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებით გაითქვეს, რაც იძლევა შესაძლებლობებს დავაფასოთ და განვავითაროთ მეღვინეობის დიდი პოტენციალის მქონე უნიკალური ახალი ტერუარები.
ანტინორის ოჯახის ისტორიული ლეიბლი, დაწყებული 2011 წლის მარკიზ ანტონორის (Marchese Antinori) მოსავლიდან, იწარმოება ექსკლუზიურად ტინიანელოს ვენახის ყურძნისგან. ღვინო მზადდება თითქმის მთლიანად სანჯიოვეზესგან სხვა დამატებითი ჯიშების მცირე წილის შერევით. ღვინო, რომელიც სრულყოფილად გამოხატავს ამ მხარეში მოყვანილი სანჯიოვეზეს ყურძნის ხარისხსა და ელეგანტურობას.
Badia a Passignano Gran Selezione იწარმოება ექსკლუზიურად სანჯიოვეზეს საუკეთესო ყურძნისგან. ყურძენი იკრიფება იგივე დასახელების ვენახიდან, რომელიც მდებარეობს კიანტი კლასიკოს რეგიონის შუაგულში. რეგიონს აფასებენ 1000წლიდან მისი გამორჩეული ღვინის წარმოების გამო. ვენახები იზრდება ზღვის დონიდან დაახლოებით 300 მეტრის სიმაღლეზე, კირქვითა და თიხით მდიდარ ნიადაგებზე. ღვინო დაძველებულია ისტორიულ სარდაფებში, პასინიანოს ბადიას (სააბატოს) ქვეშ, რომელიც მე-10 საუკუნით თარიღდება.
ღვინო იხსნება გვირილას, ხრაშუნა ვაშლის, ლიმონის ქერქისა და ბრიოშის ნოტებით. მისი არაჩვულებრივი გემო თავისთავად ქმნის მეორე ჭიქის დალევის სურვილს. მსხლის, კომშისა და სველი კურკების არომატები ავლენს კომპლექსურობის სრულ სპექტრს, რომელსაც ვიღებთ ფოსის ველზე მდებარე ჩვენი მამულიდან.
დამზადებულია მსოფლიოში უნიკალური ყურძნის ჯიშის ალბაროსასგან. ეს არის ნებიოლოსა და ბარბერას 1930-იანი წლების ჰიბრიდი, რომელიც შექმნილი პროფესორ დალმასოს მიერ. Bricco Colma წარმოადგენს ორი ისტორიული ვაზის ჯიშის კომბინაციას, რომელიც გამოხატავს კენკრის არაჩვეულებრივ სიახლესა და არომატულ თვისებებს.
კონტიუგო (Cont'Ugo) მზადდება მთლიანად მერლოსგან, როგორც ბოლხერის რეგიონის ახალი ინტერპრეტაცია. ვენახები იზრდება ზღვის დონიდან 45-დან 60 მეტრამდე (147/196 ფუტი) სიმაღლეზე ალუვიური წარმოშობის თიხნარ ნიადაგებზე, რაც ღვინოს ღრმა კომპლექსურ ნოტებს სძენს და ინარჩუნებს მერლოს ყურძნისთვის დამახასიათებელ სურნელსა და სიახლეს.
Bramasole is a deep red color with purple hues. The nose is complex and fresh with notes of cherries, blackberries and plums that blend with hints of pepper and licorice and are accompanied by impressions of vanilla and violets. The palate is elegant, mouth filling and defined by supple compact tannins. The aftertaste is long and spicy with interesting hints of vanilla.